თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ზედამხედველობის განხორციელებას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო, სარეაბილიტაციო, სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებისას დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე, გარე ვაჭრობაზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, მიწათსარგებლობის წესების დაცვასა და ავტოტრანსპორტის პარკირებაზე, აგრეთვე ტერიტორიის კეთილმოწყობის, დასუფთავების, კომუნალური მომსახურების საკითხებთან დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების გატარებაზე.
სამსახურის ფუნქციები
ა) მუნიციპალიტეტის დაკვეთით წარმოებული სარეაბილიტაციო, სარემონტო, სარეკონსტრუქციო და ინფრასტრუქტურული მშენებლობის სამუშაოზე გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების და მათში შემავალი დოკუმენტების პირობების შესრულების ინსპექტირებას – კონტროლს; შესასრულებელი ან შესრულებული სამუშაოების მოცულობის, გარანტიის, ხარისხის და
მიწოდების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სათანადო კონტროლსა და მიღება-ჩაბარების აქტების მომზადებას, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად მიმწოდებელთან ანგარიშსწორების პროცესის რეგულირებას;
ბ) სამუშაოთა მიღების დამადასტურებელი დოკუმენტების (მიღება-ჩაბარების და სხვა აქტების) გაფორმებამდე ხელშეკრულების პირობებში მითითებულ ადგილას და სახით შესრულებული სამუშაოების საბოლოო შემოწმებას, მათი შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებთან, ხელშეკრულების პირობებთან, ნიმუშებთან, არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
გ) ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ღირებულებითი პარამეტრების ცვლილებების, ხელშეკრულებების პირობებში ცვლილებების შეტანის, აგრეთვე, ხელშეკრულებების პირობების დამრღვევისადმი პასუხისმგებლობის ზომების – საჯარიმო სანქციების პირგასამტეხლოს სახით გამოყენების და ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საბოლოო ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების შეწყვეტის შესახებ წინადადებებისა და დასკვნების შედგენას;
დ) საბოლოო შემოწმების შედეგების შესახებ დაწუნებული სამუშაოების მოცულობის და წუნდების მიზეზების მითითებით (მათი არსებობის შემთხვევაში) შესაბამისი წერილობითი დოკუმენტის შედგენას და მიმწოდებლისადმი გასაგზავნი დასაბუთებული წერილის პროექტის შემუშავებას;
ე) შესრულებულ სამუშაოთა მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად მოქმედი სამშენებლო ნორმების შესაბამისად, შემსრულებლის მიერ სამშენებლო მასალების და კონსტრუქციების ხარისხის მათი გამოყენების ვარგისიანობაზე შესაბამისი დარგის დამოუკიდებელი ექსპერტის მოსაწვევად საჭირო დოკუმენტების მომზადებას;
ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის არქიტექტურულ-სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოების წარმოებისას დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე ზედამხედველობასა და კონტროლს;
ზ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას და ობიექტის მშენებლობის შეჩერებისა ან/და დემონტაჟის, აგრეთვე, დამრღვევის მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მისაღებად წინადადების მომზადებას;
თ) უნებართვო და კანონმდებლობის დარღვევით განხორციელებული მშენებლობების გამოვლენა და კანონმდებლობის შესაბამისად რეაგირება;
ი) დასრულებული ობიექტების ექსპლოატაციაში მისაღების მიზნით შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებას;
კ) წინადადებების შემუშავებას თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, გარე რეკლამის განთავსებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების საკითხებზე; გარე რეკლამის, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების რეგულირების მიზნით მიღებული სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესების შესრულებაზე ზედამხედველობასა და კონტროლს, დარღვევის ფაქტების გამოვლენასა და სათანადო რეაგირებას;
ლ) კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინები, კომუნიკაციათა კარადების და ჭების, საქალაქო მეურნეობის და სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე) კონტროლს;
მ) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღება-გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;
ნ) ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას;
ო) მუნიციპალიტეტის საგადასახადო საინფორმაციო ბაზის შექმნას და განახლებას;
პ) სასარგებლო წიაღისეულით მოსარგებლე, ლიცენზიის მქონე პირების აღრიცხვას, და მათ მიერ წარმოდგენილი ანგარიშების აღრიცხვას და ასახვას ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
ჟ) ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციასა და აღკვეთას, შესაბამის სამართალდარღვევათაოქმების შედგენას;
რ) მიწათსარგებლობის წესების დარღვევასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენციასა და აღკვეთას, შესაბამის სამართალდარღვევათა ოქმების შედგენას;
ს) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.