სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან.
ა) ადამიანური რესურსების მართვის, საქმისწარმოებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;
ბ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება;
გ) ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილება
სამსახურის ფუნქციები
ა) მერიაში ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა, მერიაში შემოსული წერილების, განცხადებების და სხვა დოკუმენტაციის რეგისტრაცია, დამუშავება და განაწილება, კორესპონდენციის განსახილველად კანონით დადგენილი ვადების დაცვის კონტროლი, შესრულებული კორესპონდენციის გადაგზავნა;
ბ) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმება და დოკუმენტბრუნვა;
გ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნება;
დ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენა და არქივირება;
ე) მერიის სამსახურებისთვის სამუშაო გეგმების მომზადებაში მეთოდური დახმარების გაწევა; სამსახურების სამუშაოთა გეგმების საფუძველზე მერიის სამუშაო გეგმის პროექტის მომზადება;
ვ) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურება „ერთი ფანჯრის“ პრინციპის დაცვით;
ზ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;
თ) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირება;
ი) გამართული კომუნიკაციის უზრუნველყოფა მერიის სტრუქტურულ ერთეულებს შორის, მერიის თანამდებობის პირთა კომუნიკაციის უზრუნველყოფა მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან; სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუნიციპალიტეტის
თანამშრომლობის ორგანიზება;
კ) მერიაში დაგეგმილი ოფიციალური ღონისძიებების შეხვედრების, თათბირების, პრესკონფერენციების, ბრიფინგების, ჟურნალისტებთან შეხვედრების ჩატარებისთვის აუცილებელი ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა;
ლ) მუნიციპალიტეტის ორგანოების სამეურნეო საქმიანობის კოორდინაცია, მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და მერიის სამსახურებს შორის შესყიდული საყოფაცხოვრებო, საკანცელარიო და სხვა აუცილებელი საქონლის განაწილება, მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ აღრიცხულ მატერიალურ ფასეულობათა შენახვა-დაცვა და რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფა;
მ) მერიის საკადრო პოლიტიკის შემუშავება და ადამიანური რესურსების მართვა;
ნ) საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების მომზადება, მერიის საჯარო მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება;
ო) მერიის მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება, მათ მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის კონტროლი;
პ) საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქციების და სამუშაო აღწერილობების მომზადება; საჯარო მოსამსახურეთათვის საკვალიფიკაციო კრიტერიუმების დადგენის თაობაზე წინადადებების შემუშავება; საჯარო მოსამსახურეთა შეფასებისა და ვაკანტურ
თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზება;
ჟ) ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების კონტროლი;
რ) ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და მისი წარმოება; ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებულ სისტემაში (eHRMS) საჯარო მოხელეთა პირადი მონაცემებისა და მათთან დაკავშირებით გამოცემული სამართლებრივი აქტების ასახვა;
ს) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია;
ტ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ სამედიცინო დაწესებულებებთან თანამშრომლობა;
უ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების კოორდინაცია;
ფ) შემოსული განცხადებების საფუძველზე უსახლკაროთა რეგისტრაცია;
ქ) შემოსული განცხადებების საფუძველზე უმუშევართა რეგისტრაცია;
ღ) წინადადებების შემუშავება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ომის ვეტერანებისათვის სოციალური დახმარებების თაობაზე;
ყ) წინადადებების შემუშავება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, აგრეთვე ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ სოციალური შეღავათების დაწესებისა და დახმარებების გაცემის თაობაზე;
შ) შესაბამისი სამსახურების ჩართულობით სტატისტიკური მონაცემების წარმოება თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის კატეგორიების გათვალისწინებით (მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა დედები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ა.შ.);
ჩ) მერისათვის ინფორმაციის მიწოდება ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის, არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
ც) მერიის თანამდებობის პირების მოსახლეობასთან შეხვედრების ორგანიზება;
ძ) ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით ადმინისტრაციულ ერთეულებში დასახლებების საერთო კრებების ჩატარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზება;
წ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელთა საქმიანობის ხელშეწყობა სამსახურში არსებული ადამიანური და მატერიალური რესურსების გამოყენებით;
ჭ) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრებისა და საქონლის ადგილწარმოშობის ფაქტის დადასტურების მიზნით ინფორმაციის მოკვლევა და შესაბამისი დოკუმენტის (აქტი) შედგენა;
ხ) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანების 85-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებული მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების ფლობის ან სარგებლობის შესახებ ინფორმაციის გაცემის მიზნით მოკვლევა და შესაბამისი დოკუმენტის (აქტი) შედგენა.
ჯ) წინადადებების შემუშავება ადმინისტრაციულ ერთეულებში ტერიტორიის დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდების და ნუმერაციის შესახებ.