მერიის სტრუქტურა

მუხლი 9. მერიის სტრუქტურული აგებულება

1. მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისაგან.

2.  მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულები – მერიის სამსახურები იქმნება (უქმდება) და მათი დასახელებები განისაზღვრება ამ დებულებით. მერიის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები და სტრუქტურა განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

3. მერიის სამსახურში, სამსახურის დებულების შესაბამისად, ფუნქციურ დანიშნულებათა მიხედვით შეიძლება შეიქმნას ქვედანაყოფები – განყოფილებები.
 

მუხლი  10.  მერიის სამსახურები

1. მერიის სამსახური არის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს მერის გადაწყვეტილებების შესრულებას, აგრეთვე ამზადებს მერის და მისი დავალებით საკრებულოში წარსადგენი ნორმატიული აქტების (გადაწყვეტილებების) პროექტებს.

2. მერიის სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე და მერის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და დავალებების შესაბამისად.

3. მერიის სამსახურის საქმიანობას უძღვება მერიის სამსახურის უფროსი, რომელიც ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

4. მერიის სამსახურებია:

ა) ადმინისტრაციული, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის,  განათლებისა და სპორტის სამსახური;

ბ) იურიდიული სამსახური;

გ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

დ) სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ქონების მართვისა და ტრანსპორტის სამსახური;

ე) ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის სამსახური;

ვ) შესყიდვების სამსახური;

ზ) შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახური;

თ) ზედამხედველობის სამსახური;