თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახური
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალური შესყიდვების გეგმის მომზადებასა და დამტკიცებული შესყიდვების გეგმის შესაბამისად შესყიდვების განხორციელებას „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. სამსახური მის კომპეტენციაში შემავალი ფუნქციების განხორციელებისას უზრუნველყოფს მუნიციპალური შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალურ ხარჯვას, შესყიდვის პროცედურების კანონიერების დაცვას, შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიან და არადისკრიმინაციულ მიდგომას, შესყიდვების პროცესში კონკურენტული გარემოს შექმნას და შესყიდვების პროცესის გამჭვირვალობას.
სამსახურის ფუნქციები
ა) შესყიდვის პროცესის საჯაროობასა და გამჭვირვალობას;
ბ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამისად, მუნიციპალური შესყიდვების გეგმის და კორექტირებული გეგმის მომზადებას და მუნიციპალიტეტის მერისათვის დასამტკიცებლად წარდგენას, დამტკიცებული შესყიდვების გეგმის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებას (e-PLAN გეგმა);
გ) ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებას, გამოქვეყნებას და ელექტრონული ტენდერის ერთიან ელექტრონულ სისტემაში გამოცხადებას;
დ) სატენდერო დოკუმენტაციის, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმების და შესყიდვებთან დაკავშირებული კორესპონდენციების მომზადებას, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით მიმწოდებელ ორგანიზაციებთან დასადები სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მომზადებას სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით;
ე) მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ხელშეკრულების პროექტის შემუშავებას;
ვ) გამარტივებული შესყიდვის პროცედურების განხორცელებას, რაც გულისხმობს შესყიდვის დაგეგმვას არსებული ბიუჯეტის ფარგლებში, ბაზრის კვლევას, ხელშეკრულების პროექტის მომზადებას და მიმწოდებლების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის დროს, მერიის შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი შეტყობინების საფუძველზე გამაფრთხილებელი
წერილობითი შეტყობინების გაგზავნას მიმწოდებელთან;
ზ) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პირობების ცვლილებებთან შესაბამისი დოკუმენტაციის პროექტების მომზადებას;
თ) გამარტივებული შესყიდვისათვის საჭირო ხელშეკრულების პროექტის მომზადებას და ერთიან ელექტონულ სისტემაში ატვირთვას (CMR) ფინანსური ოპერაციების ფაქტობრივი ჩვენებით. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების მომზადებას და საჭიროების შემთხვევაში მათში ცვლილებების შეტანას მოქმედი კანონმდებლობის პირობების სრული დაცვით;
ი) სამსახურში შემოსული წერილის საპასუხოდ საჭირო ინფორმაციის მოძიებას, დაზუსტებას და პასუხის გაგზავნას შესაბამის ადრესატთან;
კ) სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის კონსულტაციების გაწევას;
ლ) შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფას, ჯანსაღი კონკურენციის მხარდაჭერას და ადგილობრივი შესყიდვების პროცედურების გამჭვირვალობის ხელშეწყობას;
მ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესყიდვების ორგანიზების პროცედურებისა და დოკუმენტების ფორმების მომზადება, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წლიური გეგმის პროექტის მომზადებას, დამტკიცებული შესყიდვის წლიური გეგმის შესაბამისად შესყიდვების მომზადებას და განხორციელებას. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში გასაგზავნი წერილების, ანგარიშების, ხელშეკრულებების, ინფორმაციის და სხვა მასალების მომზადებას, მათ დროულად წარდგენას სააგენტოში;
ნ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საჭირო ინფორმაციის მიღებას განხორციელებული ან/და განსახორციელებელი შესყიდვების კუთხით მდგომარეობის ანალიზისა და პროგნოზირების მოსამზადებლად;
ო) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.