თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და
ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური

 

 თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს კულტურის, განათლების, სპორტის, ახალგაზრდობის და ძეგლთა დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.

 

სამსახურის ძირითადი ფუნქციები

ა) კულტურის, განათლების, სპორტისб ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
ბ) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალური პროგრამების მომზადება და ახალგაზრდობის ჩართულობის უზრუნველყოფა მერიის კულტურულ, საგანმანათლებლო, სპორტულ და სხვა შემეცნებით ღონისძიებებში;
გ) კომპეტენციის ფარგლებში სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების კოორდინაცია და მართვა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალური მუზეუმების, ბიბლიოთეკებისა და კულტურის სხვა დაწესებულებების კოორდინაცია და მართვა;
ე) მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების, სხვადასხვა ისტორიულ-კულტურული და შემოქმედებითი ნიმუშების აღრიცხვა, დაცვა, მოვლა-პატრონობა და პოპულარიზაცია;
ვ) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა;
ზ) სპორტისა და ახალგაზრდობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
თ) კომპეტენციის ფარგლებში წინადადებების შემუშავება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობისა და დასუფთავების მიზნით;
ი) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.