თიანეთის მუნიციპალიტეტის გერბი


გერბის ფარი გაკვეთილია და იყოფა 2 ნაწილად:

I ნაწილი — მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვარი, რომლის მკლავები ბოლოში ფართოვდება, ხოლო მკლავებს შორის მოთავსებულია ცხრასხივიანი მზის ოთხი სიმბოლო.
II ნაწილი — მწვანე ველზე ოქროს ჯაჭვზე ჩამოკიდებული ოქროს მუხა; ჯაჭვის ზედა ნაწილი ეხება ფარის ზედა კიდეს. გერბის ფარის მეწამულ და მწვანე ველის ქვედა ნაწილს გადაკვეთს ვერცხლის სამი შემცირებული სარტყელი.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი — „თიანეთი“.

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის დროშა

 

დროშა ვერტიკალურად არის გაყოფილი მეწამულ და მწვანე ველებად. დროშის ცენტრში მოთავსებულია ოქროს ჯვარი, რომლის მკლავები ბოლოში ფართოვდება, ხოლო მკლავებს შორის ცხრასხივიანი მზის სიმბოლოა გამოსახული. დროშის პროპორციაა 2:3.

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 
თიანეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ იხილეთ ბმულზე:
https://matsne.gov.ge/ka/document/view/1006377?publication=0