მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის
სამსახური
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებას.
სამსახურის ფუნქციები
ა) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას;
გ) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას;
დ) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას;
ე) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;
ვ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;
ზ) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას;
თ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას;
ი) მშენებლობის ნებართვების თაობაზე სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებას;
კ) წინადადებების, დასკვნების და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარების და მათი ექსპლუატაციის საკითხებზე;
ლ) დასახლებებში გაზმომარაგების, კანალიზაციის, წყალმომარაგების, გარე განათების სამუშაოთა წარმოების დაგეგმვას, მათ განხორციელებაზე მუნიციპალური დაკვეთის განსაზღვრას;
მ) ღონისძიებების დაგეგმვას წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციის, ქუჩებისა და ტროტუარების თოვლისა და ყინულისაგან გასაწმენდად;
ნ) სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სავარაუდო ოდენობის განსაზღვრას და მის სალიკვიდაციოდ შესაბამისი წინადადებების შემუშავებას;
ო) ადგილობრივი მნიშვნელობის სატრანსპორტო გზების რეაბილიტაცია-განვითარების პროგრამის პროექტის მომზადებას, დამტკიცებული პროგრამის განხორციელების კოორდინაციას;
პ) 5000 ლარამდე ღირებულების სამუშაოების და მომსახურების ხარჯთაღრიცხვების საჭიროებისამებრ შესრულებას;
ჟ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.