თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, ინფრასტრუქტურული და კომუნალური სამუშაოების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, მრავალფუნქციური ექსკავატორ-დამტვირთველი შეიძინა.

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, ინფრასტრუქტურული და კომუნალური სამუშაოების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, მრავალფუნქციური ექსკავატორ-დამტვირთველი შეიძინა.

ახალი ტექნიკა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოს, მათ შორის, გზების, სანიაღვრე არხებისა და სხვა ობიექტების მოვლა-რეაბილიტაციისთვის იქნება გამოყენებული.

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან წიკლაურის განცხადებით, მერია მომავალშიც გააგრძელებს სხვადასხვა სახის მანქანა-მექანიზმების შეძენას, რაც მუნიციპალიტეტს მოსახლეობის საჭიროებებზე უფრო სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების შესაძლებლობას მისცემს.

 ფოტო
ვიდეო