ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზაუტაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ დიდებაშვილი დაბა თიანეთის პირველ და მეორე საჯარო სკოლებს ესტუმრნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს, პირველკლასელებს კი სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს პირველკლასელებს, რომლებმაც დღეს პირველად შეაღეს სკოლის კარი. ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ ჩვენს პედაგოგებს, რომლებიც დაუღალავად შრომობენ მომავალი თაობების სწავლა-აღზრდის პროცესში. წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს გისურვებთ თითოეულ თქვენგანს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულს, ბატონ ლევან ზაუტაშვილს, ჩვენს მუნიციპალიტეტში სტუმრობისა და მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ახალი სასწავლო წლის მილოცვისთვის. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია კვლავაც განაგრძობს წარჩინებული მოსწავლეების მხარდაჭერასა და მათი წარმატების წახალისებას. "- აღნიშნა ლევან წიკლაურმა.
საჯარო სკოლებში ასევე იმყოფებოდნენ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები.
ახალ სასწავლო წელს თიანეთის მუნიციპალიტეტში 64 პირველკლასელი დარეგისტრიდა. თითოეულ მათგანს სასწავლო სახელმძღვანელოები და პორტაბელური კომპიუტერი გადაეცა. ფოტო
-
ახალი სასწავლო წელი -
უხვი ნალექის შედეგად მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტებში შექმნილი პრობლემების მნიშვნელოვანი ნაწილი წარმატებით აღმოიფხვრა -
სოფელ ქვემო შარახევთან მისასვლელ გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს