ბოლო დღეების განმავლობაში უხვი ნალექის შედეგად მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტებში შექმნილი პრობლემების მნიშვნელოვანი ნაწილი წარმატებით აღმოიფხვრა და ამ მიმართულებით შესაბამისი სამსახურების მუშაობა კვლავ გრძელდება.
მიხარია და ვამაყობ, რომ რთულ ვითარებაში ჩვენი რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა, შესაბამისმა სამსახურებმა და თითოეულმა ჩართულმა უწყებამ პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხით, ერთიანი ძალისხმევითა და თავდაუზოგავი შრომით შეძლეს სტიქიის შედეგად წარმოქმნილი გამოწვევების ეფექტიანად მართვა და პრობლემების დროულად აღმოფხვრა. ასეთი ძალისხმევა, ოპერატიულობა, კოორდინაცია და ურთიერთმხარდაჭერა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ერთად სირთულეების გადალახვა შესაძლებელია.
მინდა, მადლობა გადავუხადო ადგილობრივ ხელისუფლებას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, პოლიციას, საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებში ჩართულ თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც საკუთარი პასუხისმგებლობის ფარგლებში 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ჩვენი რეგიონის მოსახლეობის უსაფრთხოებისა და საჭიროებების უზრუნველსაყოფად.
ჩვენთვის მთავარი ამოცანა ყოველთვის არის ადამიანების უსაფრთხოება და მათი ინტერესების დაცვა. სწორედ ამ პრინციპით გავაგრძელებთ მუშაობას, ვიდრე ყველა საჭირო სამუშაო სრულად არ დასრულდება.
ლევან ზაუტაშვილი
სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში
-
ახალი სასწავლო წელი -
უხვი ნალექის შედეგად მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტებში შექმნილი პრობლემების მნიშვნელოვანი ნაწილი წარმატებით აღმოიფხვრა -
სოფელ ქვემო შარახევთან მისასვლელ გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს