სოფელ ქვემო შარახევთან მისასვლელ გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო შარახევთან მისასვლელ გზაზე, უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური, საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ დიდებაშვილი, მერის მოადგილე ზურაბ ბექაური და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.
სამუშაოების ფარგლებში, მერიის კონტრაქტორი კომპანიის სპეციალური ტექნიკის მიერ საავტომობილო გზის სავალი ნაწილი ქვა-ღორღისა და მიწის ნაშალისგან იწმინდება.
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის ლევან წიკლაურის განცხადებით, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად, შესაბამისი სამუშაოები ინტენსიურად გაგრძელდება, რათა მოსახლეობას უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობა დროულად აღუდგეს.
-
ახალი სასწავლო წელი -
უხვი ნალექის შედეგად მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტებში შექმნილი პრობლემების მნიშვნელოვანი ნაწილი წარმატებით აღმოიფხვრა -
სოფელ ქვემო შარახევთან მისასვლელ გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს