თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური, უხვი ნალექის გამო, ზარიძეების ადმინისტრაციულ ერთეულში შექმნილ ვითარებას გაეცნო

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური, უხვი ნალექის გამო, ზარიძეების ადმინისტრაციულ ერთეულში შექმნილ ვითარებას გაეცნო.

ინტენსიური წვიმის შედეგად, სოფელ ქვემო შარახევთან მისასვლელ გზაზე წყალმოვარდნითი და ეროზიული პროცესები განვითარდა. გზის სავალი ნაწილი დიდი რაოდენობით ქვა-ღორღითა და მიწაკლდის ნაშალით დაიფარა, რის გამოც შეიზღუდა საავტომობილო გადაადგილება და სოფლისკენ მიმავალ გზაზე მოძრაობა შეუძლებელია.

ლევან წიკლაური ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. მუნიციპალიტეტის მერმა ადგილობრივი მოსახლეობა მოინახულა და მათ საჭიროებებს გაეცნო.

ასევე, ადგილზე შეფასდა სტიქიის შედეგად გამოწვეული ზარალი და განისაზღვრა გადაუდებელი ღონისძიებები.

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია, შესაბამის სამსახურებთან ერთად მუშაობს, რათა სტიქიის შედეგები უმოკლეს ვადებში აღმოიფხვრას და მოსახლეობას გადაადგილების შესაძლებლობა აღუდგეს