განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ

განცხადება!

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს შიდა კონკურსს შემდეგი ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად:

 

1. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - ადმინისტრაციული, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, განათლებისა და სპორტის სამსახურის უფროსი - 1 ვაკანტური ადგილი;

 

2. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - ადამიანური რესურსების მართვის, კოორდინაციის, საქმისწარმოების და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი – 1 ვაკანტური ადგილი;

 

3. მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის საკითხებში – 1 ვაკანტური ადგილი;

 

4. მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, ბუნებრივი რესურსებისა და ტრანსპორტის საკითხებში – 1 ვაკანტური ადგილი;

 

5. მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ეკონომიკის დაგეგმვის, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და სტატისტიკის საკითხებში – 1 ვაკანტური ადგილი;

 

6. მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის საკითხებში – 1 ვაკანტური ადგილი;

 

7. მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის საკითხებში – 1 ვაკანტური ადგილი.

 

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს.

 

შიდა კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვს რეზერვში ჩარიცხულ პირს და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს.

 

განაცხადის წარდგენის ვადა შეადგენს 5 კალენდარულ დღეს კონკურსის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე www.vacancy.hr.gov.ge გამოცხადების დღიდან.

 

დეტალური ინფორმაცია ვაკანტური თანამდებობების, საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და კონკურსში მონაწილეობის პირობების შესახებ იხილეთ www.vacancy.hr.gov.ge- ზე.