სამუშაო შეხვედრა მერიის კონტრაქტორი სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებთან
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან წიკლაურის, ხელმძღვანელობით მერიის კონტრაქტორი სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, შესრულების დინამიკა, არსებული საჭიროებები და გამოწვევების გადაჭრის გზები განიხილეს.
ლევან წიკლაურმა პასუხისმგებელ პირებს სამუშაოების დადგენილ ვადებში და მაღალი ხარისხით დასრულების უზრუნველსაყოფად კონკრეტული დავალებები მისცა.
სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ დიდებაშვილი, მერის პირველი მოადგილე გეგა ბურდულაძე და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.
-
სამუშაო შეხვედრა მერიის კონტრაქტორი სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებთან -
თიანეთობა 2026 -
სოფელ ჟებოტაში ღია ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი მოეწყო