სახალხო დღესასწაული თიანეთობა 2026 საზეიმოდ აღინიშნა.
ღონისძიებას თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური, საქართველოს პარლამენტის, აღმასრულებელი ხელისუფლების, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
დღესასწაულის ფარგლებში, ლევან წიკლაურმა თიანეთის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა და სპეციალური ჯილდო გადასცა ხუთ მოქალაქეს: პედაგოგ ვლადიმერ უშიკიშვილს, სპორტსმენ ნიტა ჯამაგიძეს, ქორეოგრაფ ნანა მენთეშაშვილს, ექიმებს - ვენერა დოლიაშვილსა და მზია კბილცეცხლაშვილს.
სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში მთელი დღის განმავლობაში მრავალფეროვანი აქტივობები მიმდინარეობდა. მოეწყო საბავშვო-გასართობი სივრცეები, გამოფენები და სპორტული შეჯიბრებები, ჩატარდა კონცერტები ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით.
ტრადიციისამებრ, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა წლის წარმატებული სპორტსმენები და მათი მწვრთნელები ფულადი ჯილდოებით დააჯილდოვა.
ღონისძიებას, შეკრებილ საზოგადოებასთან ერთად, ესწრებოდნენ სასულიერო პირები და სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან მოწვეული სტუმრები.
სახალხო დღესასწაული - თიანეთობა 2026 - თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდა. ფოტო
-
სამუშაო შეხვედრა მერიის კონტრაქტორი სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებთან -
თიანეთობა 2026 -
სოფელ ჟებოტაში ღია ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი მოეწყო