თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ დიდებაშვილთან ერთად, სოფელ ჟებოტაში ახლადმოწყობილი ღია ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში შემოიღობა ტერიტორია, მოეწყო ხელოვნური საფარი, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა, გადახურული ტრიბუნები, საფეხბურთო კარები და კალათბურთის ფარები.
სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ღირებულებამ 161 109 ლარი შეადგინა.
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან წიკლაურის განცხადებით, მუნიციპალიტეტში მომავალშიც გაგრძელდება სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, რათა სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, ახალგაზრდებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შეექმნას თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტული გარემო.
-
სოფელ ჟებოტაში ღია ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი მოეწყო -
2 აგვისტოს, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სახალხო დღესასწაული თიანეთობა 2026 გაიმართება -
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით დაბა თიანეთში დასუფთავების აქცია გაიმართა