2 აგვისტოს, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სახალხო დღესასწაული თიანეთობა 2026 გაიმართება

2 აგვისტოს, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, დაბა თიანეთის ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში სახალხო დღესასწაული თიანეთობა 2026 გაიმართება.

11:00 - ფშავ-ხევსურული საყოფაცხოვრებო ნივთების გამოფენა; საბავშვო ატრაქციონები; ხალხური რეწვის ნიმუშების, ტრადიციული ქადა - ნაზუქის, მთის სამკურნალო მცენარეებისა და ხილისგან მომზადებული ცივი ჩაის გამოფენა - გაყიდვა

11:00 - საქართველოს თავდაცვის ძალების ტექნიკისა და სამხედრო მოსამსახურის აღჭურვილობის გამოფენა

11:30 - მერიის საჩუქარი ბავშვებს

12:00 - ქართული ჭიდაობის ღია ჩემპიონატი; მუნიციპალური ჩემპიონატი ფეხბურთში

12:30 - დრამერების შოუ

13:00 - გასართობი მუსიკალური პროგრამა ბავშვებისათვის; კონცერტი თიანეთის სამუსიკო სკოლის მოსწავლეების, ადგილობრივი შემსრულებლების, კულტურის სახლთან არსებული სიმღერისა და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით

14:00 - თიანეთის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება

14:30 - საბავშვო კონცერტის საზეიმო დახურვა

კონცერტი მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით:

20:00 - ჯგუფი ,,რეგიონი“

21:00 - ჯგუფი 1/4 & ლინდა ადამია

22:30 - სადღესასწაულო ფოიერვერკი, დიჯეი გიგა პაპასკირი და ელექტრონული მუსიკის საღამო

00:00 - ღონისძიების დასრულება