თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით დაბა თიანეთში დასუფთავების აქცია გაიმართა
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან წიკლაურის, ინიციატივით დაბა თიანეთში დასუფთავების აქცია გაიმართა.
აქციის ფარგლებში დასუფთავდა ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკი და მისი მიმდებარე ტერიტორია, ასევე დაბა თიანეთის ცენტრალური ქუჩები.
დასუფთავების აქციაში მონაწილეობდნენ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური და საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ დიდებაშვილი, მოადგილეებთან ერთად, ასევე, მერიის, საკრებულოსა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლები.
ლევან წიკლაურის განცხადებით, მსგავსი აქტივობები მიზნად ისახავს სუფთა და მოწესრიგებული გარემოს შენარჩუნებას, ეკოლოგიური კულტურის ამაღლებასა და მოსახლეობის ჩართულობის ხელშეწყობას.
-
2 აგვისტოს, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სახალხო დღესასწაული თიანეთობა 2026 გაიმართება -
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით დაბა თიანეთში დასუფთავების აქცია გაიმართა -
საავტომობილო ხიდის სამშენებლო სამუშაოები სოფელ იარაჯულებში