საავტომობილო ხიდის სამშენებლო სამუშაოები სოფელ იარაჯულებში

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან წიკლაურმა, საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ დიდებაშვილთან ერთად, სოფელ იარაჯულებში საავტომობილო ხიდის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თითოეულ სოფელში მოსახლეობას ჰქონდეს უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების შესაძლებლობა. სოფელ იარაჯულებში ახალი რკინა-ბეტონის ხიდის მშენებლობა გაზრდის გადაადგილების უსაფრთხოებას და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას. მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ,“ - აღნიშნა ლევან წიკლაურმა.

სამუშაოები ფინანსდება საქართველოს მთავრობის დაფინანსებით და პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 432 862 ლარს.

პროექტის მიმდინარეობას ასევე გაეცნენ მერის მოადგილე გეგა ბურდულაძე და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.