სამუშაო შეხვედრა მერიისა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლებთან

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან წიკლაურმა, პირველ მოადგილე გეგა ბურდულაძესთან ერთად, მერიისა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განიხილეს „თიანეთობის“ დღესასწაულთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები.

ასევე იმსჯელეს მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემურ საკითხებსა და მათი გადაჭრის გზებზე. დაიგეგმა მასშტაბური შაბათობის ჩატარება, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ლოკაციაზე დასუფთავების სამუშაოები განხორციელდება.

მერმა შესაბამის სამსახურებს კონკრეტული მითითებები და დავალებები მისცა, რათა დაგეგმილი ღონისძიებები ორგანიზებულად და ეფექტიანად განხორციელდეს.