„ჯეო ჰოსპიტალსის“ უფასო სამედიცინო სკრინინგ-აქცია დაბა თიანეთში

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მცხეთის „ჯეო ჰოსპიტალსის“ მრავალპროფილურმა სამედიცინო ცენტრმა დაბა თიანეთში უფასო სამედიცინო სკრინინგ-აქცია გამართა.

აქციის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა უფასოდ ესარგებლა სხვადასხვა პროფილის ექიმების კონსულტაციით, ასევე ჩაეტარებინა ინსტრუმენტული გამოკვლევები - სისხლძარღვთა დოპლეროგრაფია და გულის ულტრასონოგრაფია.

უფასო სამედიცინო აქციით საერთო ჯამში 150-მა ადგილობრივმა მცხოვრებმა ისარგებლა