ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის სახელმწიფო პროგრამა

განცხადება!

19, 20 და 21 ივლისს დაბა თიანეთში, ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, პროფესიონალი ვეტერინარების გუნდი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, განახორციელებს პატრონიანი ძუ ძაღლების უფასო სტერილიზაციას, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, ჩიპირებასა და ერთიან ბაზაში რეგისტრაციას.

პროგრამის მიზანია ცოფის გავრცელების პრევენცია, ცხოველების მიტოვების შემთხვევების შემცირება, დაკარგული ცხოველების იდენტიფიკაციის გამარტივება და ძაღლების პოპულაციის ეფექტიანი მართვა.

ძაღლების მეპატრონეებს ეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ სახელმწიფო პროგრამით და უზრუნველყონ საკუთარი შინაური ცხოველების ჩართვა სახელმწიფო პროგრამაში.

რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 599 85 09 40.