სამუსიკო სკოლის 2025-2026 სასწავლო წლის შემაჯამებელი კონცერტი

თიანეთის კულტურის სახლში ა(ა)იპ ნიკო ქუმსიაშვილის სახელობის თიანეთის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლის 2025-2026 სასწავლო წლის შემაჯამებელი კონცერტი გაიმართა.

​ღონისძიებას თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური, საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ დიდებაშვილთან და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძესთან ერთად დაესწრო.

​სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა მაყურებელს ცნობილი ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების საფორტეპიანო და ვოკალური ნაწარმოებები წარუდგინეს.

შემაჯამებელ კონცერტს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ესწრებოდნენ მერის მოადგილეები - გიორგი ბურდულაძე და ზურაბ ბექაური, სამხარეო ადმინისტრაციის, მერიისა და საკრებულოს სხვა ხელმძღვანელი პირები, თიანეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი ბერბერაშვილი და მოწვეული სტუმრები.