გიორგი ლომაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის საგზური მოიპოვა
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს შერეულ საბრძოლო ხელოვნებებში საქართველოს ჩემპიონს და ეროვნული ნაკრების წევრს, თიანელ სპორტსმენს გიორგი ლომაშვილს, ქართული საბრძოლო ლიგის (GCL) ფარგლებში გამართულ ორთაბრძოლაში მოპოვებულ გამარჯვებას.
აღნიშნული წარმატებით გიორგი ლომაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის საგზური მოიპოვა, რაც მისი სპორტული კარიერის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.
ვულოცავთ გიორგის, მის პირად მწვრთნელს - მიშა გორთამაშვილსა და შერეული საბრძოლო ხელოვნებების კლუბ "ვეფხისტყაოსანს" ამ მნიშვნელოვან მიღწევას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს საერთაშორისო სპორტულ ასპარეზზე.
-
გიორგი ლომაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის საგზური მოიპოვა -
ანსამბლმა „სიონის ზარებმა" ქართული სიმღერის კონკურს-ფესტივალში „სხვა საქართველო სად არის“ პირველი ადგილი დაიკავეს -
საანგარიშო კონცერტი