თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ა(ა)იპ თიანეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულ სიმღერის ანსამბლ „სიონის ზარებს“ ქართული სიმღერის კონკურს-ფესტივალში „სხვა საქართველო სად არის“ გამარჯვებასა და ნომინაციაში „ფოლკლორული ანსამბლი“ პირველი ადგილის დაკავებას.
ასევე, ვულოცავთ ნიკო ქუმსიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის გუნდს ნომინაციაში „აკადემიური გუნდი“ მეორე ადგილის მოპოვებას.
ამ მნიშვნელოვან წარმატებას ვულოცავთ გუნდების ხელმძღვანელს, ქეთევან შარმიაშვილს, პედაგოგებს, თითოეულ მონაწილესა და მათ ოჯახებს. მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს, რადგან შრომის, ნიჭისა და პასუხისმგებლობის შედეგად, თიანეთის მუნიციპალიტეტი ფესტივალზე ღირსეულად იყო წარმოდგენილი.
ვუსურვებთ შემდგომ წინსვლას, ახალ შემოქმედებით მიღწევებს, ქართული სიმღერისა და კულტურული ტრადიციების შენარჩუნებასა და ღირსეულ გაგრძელებას!
-
გიორგი ლომაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის საგზური მოიპოვა -
ანსამბლმა „სიონის ზარებმა" ქართული სიმღერის კონკურს-ფესტივალში „სხვა საქართველო სად არის“ პირველი ადგილი დაიკავეს -
საანგარიშო კონცერტი