თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან, კონტრაქტორი სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესები და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას, სამუშაოების განხორციელების ვადებსა და ხარისხის კონტროლთან დაკავშირებულ საკითხებს.
ასევე, იმსჯელეს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და პრევენციულ ღონისძიებებზე. შესაბამისი სამსახურებისა და კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებმა მერს მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია წარუდგინეს და სამომავლო მოქმედებების გეგმა განიხილეს.
ლევან წიკლაურმა პასუხისმგებელ პირებს შესაბამისი დავალებები მისცა და აღნიშნა, რომ მოსახლეობის უსაფრთხოებისა და არსებული პრობლემების დროული აღმოფხვრის მიზნით, ყველა საჭირო ღონისძიება უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.
სამუშაო შეხვედრას თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ დიდებაშვილი და მერის მოადგილეები - გიორგი ბურდულაძე და ზურაბ ბექაური ესწრებოდნენ.
-
გიორგი ლომაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის საგზური მოიპოვა -
ანსამბლმა „სიონის ზარებმა" ქართული სიმღერის კონკურს-ფესტივალში „სხვა საქართველო სად არის“ პირველი ადგილი დაიკავეს -
საანგარიშო კონცერტი