თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან წიკლაურმა, საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ დიდებაშვილთან და მოადგილეებთან ერთად, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, დაბა თიანეთისა და არტნის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
მერიის კონტრაქტორი კომპანია აქტიურად ახორციელებს მდინარე საჭურის კალაპოტის გაწმენდით სამუშაოებს, რაც მნიშვნელოვანია მდინარის გამტარუნარიანობის გაზრდისა და შესაძლო გართულებების პრევენციისთვის. პარალელურად, მიმდინარეობს მდინარე იორზე დაზიანებული ნაპირსამაგრი ჯებირის აღდგენა-გამაგრება, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, მიმდინარე სამუშაოები მიზნად ისახავს სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას, შესაძლო საფრთხეების მინიმუმამდე დაყვანასა და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი კოორდინებულად მუშაობს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან და ყველა შესაბამის უწყებასთან, რათა საჭირო ღონისძიებები დროულად და ეფექტიანად განხორციელდეს.
როგორც ლევან წიკლაურმა აღნიშნა, ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობას უწყვეტ რეჟიმში გააგრძელებს, რათა სტიქიის შედეგები მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღმოიფხვრას და მოსახლეობისთვის უსაფრთხო და სტაბილური გარემო შეიქმნას.
დაბა თიანეთისა და არტნის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე სამუშაოები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ასევე დაათვალიერეს მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა.
-
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და პრევენციული ღონისძიებები -
სტიქია თიანეთის მუნიციპალიტეტში -
სტიქია თიანეთის მუნიციპალიტეტში