თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა, საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ დიდებაშვილთან და მოადგილე ზურაბ ბექაურთან ერთად, არტნისა და დაბა თიანეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში მდინარე ივრის მიერ დაზიანებული ტერიტორიები დაათვალიერა.
უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე იორმა სოფლების - ჭურჭელაურებისა და ზემო არტნის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მიმდებარედ არსებული ჯებირი გაარღვია, რის გამოც საფრთხე შეექმნა როგორც საავტომობილო გზას, ასევე წყლის სათავე ნაგებობას, საიდანაც დაბა თიანეთის მოსახლეობა სასმელი წყლით მარაგდება.
შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა არსებული მდგომარეობა შეაფასეს და პრობლემის დროული აღმოფხვრის გზებზე იმსჯელეს.
მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები.
-
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და პრევენციული ღონისძიებები -
სტიქია თიანეთის მუნიციპალიტეტში -
სტიქია თიანეთის მუნიციპალიტეტში