ძლიერი ნალექის შედეგად, დაბა თიანეთისა და ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებში შექმნილ ვითარებას თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური ადგილზე გაეცნო.
მერთან ერთად სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები გიორგი ბურდულაძე და ზურაბ ბექაური, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, მერიის შესაბამისი სამსახურების, საკრებულოს და ააიპ-ების წარმომადგენლები. მათ დაზარალებული მოსახლეობა მოინახულეს და არსებული პრობლემების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა დაბა თიანეთის, ახალსოფლისა და არტნის ადმინისტრაციულ ერთეულებში. ადიდებულმა მდინარეებმა - საჭურემ, საგამმა და იორმა, ასევე მთის ფერდობებიდან ჩამოსულმა ნიაღვრებმა დატბორა ქუჩები, საცხოვრებელი სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. ამ დროისთვის, ელექტროენერგია არ მიეწოდება არტნის ადმინისტრაციული ერთეულის 6 სოფელს.
"ენერგო-პრო ჯორჯიას" წარმომადგენელთა განცხადებით, აღდგენითი სამუშაოები წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყება.
ასევე, ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, შესაბამისი სამსახურები პრობლემების სრულ აღმოფხვრამდე ყველა საჭირო ღონისძიებას უწყვეტ რეჟიმში განახორციელებენ.
-
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და პრევენციული ღონისძიებები -
სტიქია თიანეთის მუნიციპალიტეტში -
სტიქია თიანეთის მუნიციპალიტეტში