თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა) აღმასრულებელი საბჭოს გასვლით სხდომას დაესწრო, რომელიც ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, ზურაბ აბაშიძის ხელმძღვანელობით გაიმართა.
შეხვედრა UN Women-თან პარტნიორობით, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა.
სხდომაზე საბჭოს წევრებმა დეტალურად განიხილეს ასოციაციის მიერ ქალისა და კაცის თანასწორობის მიმართულებით გაწეული საქმიანობა, მიღწეული შედეგები და არსებული გამოწვევები, აგრეთვე ა.თ.ე.ა-ს საქმიანობის სამომავლო პერსპექტივები, მოლოდინები და სტრატეგიული პრიორიტეტები.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის საკითხებს. მონაწილეები გაეცნენ გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხედვას მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციისა და ერთობლივი აქტივობების განხორციელების შესახებ.
სხდომის ფარგლებში ასევე მიმოიხილეს ასოციაციის 2026 წლის სამოქმედო გეგმა და შეთანხმდნენ ორგანიზაციის შემდგომი განვითარების ძირითად მიმართულებებზე.
-
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და პრევენციული ღონისძიებები -
სტიქია თიანეთის მუნიციპალიტეტში -
სტიქია თიანეთის მუნიციპალიტეტში