თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა (ა.თ.ე.ა) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ გამართულ რეგიონულ შეხვედრას დაესწრო.
შეხვედრა მუნიციპალიტეტების მერებისთვის გაიმართა და მიზნად ქალისა და კაცის თანასწორობის მიმართულებით მუნიციპალიტეტების ინიციატივების, გამოწვევებისა და წარმატებული პრაქტიკის განხილვას ისახავდა.
ღონისძიების მონაწილეებმა იმსჯელეს ადგილობრივ დონეზე თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერებაზე, მუნიციპალური სერვისების განვითარებასა და ქალთა გაძლიერების ხელშეწყობაზე. შეხვედრა პროექტის „ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“ ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს მუნიციპალიტეტების მერები, რეგიონული სამინისტროსა და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების წარმომადგენლები, ა.თ.ე.ა-ს აღმასრულებელი დირექტორი, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი.
-
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და პრევენციული ღონისძიებები -
სტიქია თიანეთის მუნიციპალიტეტში -
სტიქია თიანეთის მუნიციპალიტეტში