ვულოცავ თიანეთის მუნიციპალიტეტის ბადმინტონის გუნდს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში გამარჯვებასა და ოქროს მედლის მოპოვებას!
ეს ისტორიული წარმატება არ არის შემთხვევითი, იგი ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდებისა და მათი მწვრთნელების მიზანდასახულობის, თავდაუზოგავი შრომისა და საქმისადმი ერთგულების შედეგია.
დღევანდელმა წარმატებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა თიანელი ახალგაზრდების შესაძლებლობები. მათ ღირსეულად ასახელეს როგორც ჩვენი მუნიციპალიტეტი, ასევე მცხეთა-მთიანეთის რეგიონი.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი გუნდის თითოეულ წევრს, მწვრთნელებს, მშობლებსა და ყველას, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ მნიშვნელოვან წარმატებაში.
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია კვლავაც აქტიურად განაგრძობს სპორტისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერას, რათა მომავალ თაობას განვითარებისა და ახალი გამარჯვებების მიღწევის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდეს.
კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ მრავალ წარმატებას!
ლევან წიკლაური,
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი
-
შეხვედრა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში -
თიანეთის მუნიციპალიტეტის ბადმინტონის გუნდმა ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში ოქროს მედალი მოიპოვა -
რეგიონული ფორუმი - "მდგრადი განვითარება სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისთვის"