რეგიონული ფორუმი - "მდგრადი განვითარება სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისთვის"

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური, საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ დიდებაშვილთან ერთად, თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონულ

ფორუმს - "მდგრადი განვითარება სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისთვის" დაესწრო.

ფორუმი თბილისის მერმა კახა კალაძემ გახსნა. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

წლევანდელი ფორუმის მთავარი თემაა ,,მდგრადი განვითარება სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისთვის".

ორდღიანი ფორუმის ფარგლებში განიხილავენ გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ გამოწვევებს, მდგრადი განვითარების საკითხებსა და რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივებს.

ღონისძიებაში მონაწილეობენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.