ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ დიდებაშვილთან ერთად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

ლევან წიკლაურმა პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა, ჯანმრთელობა, ბედნიერი ბავშვობა და წარმატებული მომავალი უსურვა.

ღონისძიების ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში თემატური აქტივობები ჩატარდა; პატარების მხიარულ განწყობაზე ზღაპრის გმირები ზრუნავდნენ; მოეწყო საპნის ბუშტების წარმოდგენა, გასართობი თამაშები და სახალისო შეჯიბრებები.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურაბ ბექაური, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები - იოსებ მათურელი, თამარ არჩემაშვილი, მინდია ნადირაშვილი, მერიისა და ა(ა)იპ-ების შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები, საბავშვო ბაღების აღსაზრდელები, საჯარო სკოლების მოსწავლეები და მათი მშობლები.

ღონისძიებაზე მოსული ყველა ბავშვი თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიისგან ტკბილეულით დასაჩუქრდა.