ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, საზეიმო ღონისძიება გაიმართება

1-ელ ივნისს, 12:00 საათზე, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, საზეიმო ღონისძიება გაიმართება.

დაბა თიანეთში, ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში პატარების მხიარულ განწყობაზე იზრუნებენ ზღაპრის გმირები; გაიმართება ილუზიონისტისა და საპნის ბუშტების წარმოდგენა, გასართობი თამაშები, სხვადასხვა შეჯიბრება და სახალისო აქტივობები.

ღონისძიებაზე მოსული ყველა ბავშვი თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიისგან ტკბილეულით დასაჩუქრდება.