თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ნიტა ჯამაგიძეს ისტორიულ გამარჯვებას!

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ნიტა ჯამაგიძეს ისტორიულ გამარჯვებას!

ნიტა ჯამაგიძემ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, მხატვრულ ტანვარჯიშში, იუნიორებს შორის, ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა და ქართული სპორტის ისტორიაში ღირსეული ადგილი დაიკავა. ვამაყობთ ნიტას მიღწევით. ის ჩვენი კუთხის წარმომადგენელია, მისი გამარჯვება კი მთელი თიანეთისა და საქართველოს წარმატებაა.

ვულოცავთ ევროპის ჩემპიონს, მის ოჯახს, მწვრთნელებსა და სრულიად საქართველოს ამ ისტორიულ მიღწევას და მომავალშიც არაერთ გამარჯვებას ვუსურვებთ!