მცხეთა-მთიანეთის რეგიონულ კონცერტი

თიანეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლთან არსებულმა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებმა და ა(ა)იპ ნიკო ქუმსიაშვილის სახელობის თიანეთის სამუსიკო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონულ კონცერტში მიიღეს მონაწილეობა.

შემოქმედებით საღამოს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური, მხარის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე ზაგაშვილი, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ რეგიონულ კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ დუშეთის, მცხეთის, ყაზბეგისა და ახალგორის მუნიციპალიტეტების ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები.

შემოქმედებითი საღამო მცხეთა-მთიანეთის დელეგატის, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების მერების ინიციატივით, პირველად 2025 წლის 27 მაისს ჩატარდა და ტრადიციული სახე მიიღო. ღონისძიებას გასულ წელს ქალაქმა მცხეთამ, ხოლო მიმდინარე წელს ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლმა უმასპინძლა.