თიანეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღინიშნა.
ღონისძიებას თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური, მოადგილეებთან, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ დიდებაშვილთან ერთად ესწრებოდა.
"26 მაისი თითოეული ქართველისათვის განსაკუთრებული თარიღია. ეს არის დღე, რომელიც გვახსენებს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისათვის ბრძოლას, დამოუკიდებლობის იდეის ერთგულებას და იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც სამშობლოს წინაშე გვაკისრია.
მნიშვნელოვანია, რომ წელს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წელი აღინიშნება. სწორედ ქრისტიანული ღირებულებები და რწმენა არის ის სულიერი საყრდენი, რომელმაც შეგვინარჩუნა ეროვნული იდენტობა.
გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. მშვიდობას, წარმატებებს, ერთიანობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს,"- განაცხადა ლევან წიკლაურმა სიტყვით გამოსვლისას.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ და დაბა თიანეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა გიორგი ბერბერაშვილმა.
ღონისძიების ფარგლებში დაბა თიანეთის კულტურის სახლში, ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით, სადღესასწაულო კონცერტი გაიმართა.
საზეიმო ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს უფროსი მურთაზ გაბიტაშვილი, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, მუნიციპალიტეტში მოქმედი დაწესებულებების ხელმძღვანელი პირები, ადგილობრივი მოსახლეობა და სასულიერო პირები.
-
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, საზეიმო ღონისძიება გაიმართება -
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ნიტა ჯამაგიძეს ისტორიულ გამარჯვებას! -
მცხეთა-მთიანეთის რეგიონულ კონცერტი