თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური მშობლიურ სკოლაში ბოლო ზარის ღონისძიებას დაესწრო

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური მშობლიურ სკოლაში ბოლო ზარის ღონისძიებას დაესწრო.

მუნიციპალიტეტის მერმა მირზა გელოვანის სახელობის დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვა.

ახალგაზრდებთან შეხვედრისას ლევან წიკლაურმა აღნიშნა, რომ განათლება, შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა წარმატების მთავარი საფუძველია. მისივე თქმით, თითოეული ახალგაზრდის წინსვლა და განვითარება მუნიციპალიტეტისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია.

ასევე, ლევან წიკლაურმა დამსწრე საზოგადოებას საგანმანათლებლო კუთხით არსებული სიახლე გააცნო და განმარტა, რომ წარჩინებული ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისთვის მერის სტიპენდია დაწესდება. მერის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდების მოტივაციის ამაღლებასა და განათლების ხელშეწყობას.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მერის მოადგილე ზურაბ ბექაური, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები - იოსებ მათურელი და თამარ არჩემაშვილი, მერიის განათლების, კულტურის,სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ლალი ბუწანკალური, თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები, პედაგოგები და მშობლები.