თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა, საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ დიდებაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ თეთრახევაში, წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტი ითვალისწინებს სოფლისთვის თანამედროვე და გამართული წყალმომარაგების სისტემის მოწყობას. გაკეთდება ჭაბურღილი, მაგისტრალური მილსადენი, 50 მ³ მოცულობის რეზერვუარი, საქლორატორო შენობა, ასევე რეზერვუარისა და ჭაბურღილის სანიტარული ზონები. პროექტის ფარგლებში აგრეთვე დაგეგმილია წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელის მოწყობა.
სამუშაოები ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება და პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 475 799 ლარს შეადგენს.
პროექტის დასრულების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობისათვის სასმელი წყლით უზრუნველყოფა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, მსგავსი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად გაგრძელდება.
-
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, საზეიმო ღონისძიება გაიმართება -
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ნიტა ჯამაგიძეს ისტორიულ გამარჯვებას! -
მცხეთა-მთიანეთის რეგიონულ კონცერტი