თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან წიკლაურმა, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილ საყოველთაო საზეიმო მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა.
რეგიონის მოსახლეობისა და სასულიერო პირების მსვლელობა ქალაქ მცხეთაში, ბებრისციხის მიმდებარე ტერიტორიიდან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრამდე გაიმართა.
"ძლიერი, ტრადიციული და სიყვარულზე დაფუძნებული ოჯახია სწორედ ის საძირკველი, რომელზეც დგას ჩვენი სახელმწიფოს მომავალი. მშობლების პატივისცემა კი ის უმთავრესი ღირებულებაა, რომელსაც ჩვენი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში უფრთხილდებოდნენ და რომელიც ჩვენს შვილებს უნდა გადავცეთ,"- განაცხადა ლევან წიკლაურმა.
მსვლელობაში ასევე მონაწილეობდნენ და პარაკლისს ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე ზაგაშვილი, მოადგილეებთან ერთად, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ დიდებაშვილი, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები და მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობა, მათ შორის, თიანეთის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციული ერთეულიდან.
17 მაისი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ 2014 წელს გამოცხადდა.
-
ქალაქ ზუგდიდში საქართველოს ეროვნული გმირის - ზურაბ იარაჯულის ბიუსტი გაიხსნა -
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე -
ველოტური „ვთამაშობთ საქართველოსთვის“