ველოტური „ვთამაშობთ საქართველოსთვის“

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ველოტური „ვთამაშობთ საქართველოსთვის“ გაიმართა.

ველოტურის მონაწილეებს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა, საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ დიდებაშვილმა და მერის მოადგილეებმა - გეგა ბურდულაძემ და ზურაბ ბექაურმა სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

„მოხარული ვარ, რომ ამდენი მოტივირებული და ენერგიული ახალგაზრდა მონაწილეობს ველოტურში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება და ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ ახსენებს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და ერთიანობის მნიშვნელობას.

მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნულ ფედერაციას ამ არაჩვეულებრივი პროექტისთვის, ასევე თითოეულ თქვენგანს აქტიურობისა და ჩართულობისთვის," - აღნიშნა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან წიკლაურმა.

ღონისძიება საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის პროექტის - „თავისუფლების თამაშების“ ფარგლებში გაიმართა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა. ველოტურში ერწო-თიანეთის საჯარო სკოლების 130 მოსწავლე მონაწილეობდა.