სოფელ ჟებოტაში ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან წიკლაურმა, საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ დიდებაშვილთან და მერის მოადგილეებთან ერთად, სოფელ ჟებოტაში ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების სპორტული სივრცე, სადაც განთავსდება მინი ფეხბურთის კარები და კალათბურთის ფარები. ასევე, მოედანი აღიჭურვება გადახურული ტრიბუნებითა და გარე განათების სისტემით.
პროექტი ფინანსდება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 161 109 ლარს შეადგენს.
მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები გაეცნენ
-
ქალაქ ზუგდიდში საქართველოს ეროვნული გმირის - ზურაბ იარაჯულის ბიუსტი გაიხსნა -
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე -
ველოტური „ვთამაშობთ საქართველოსთვის“