ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა, მერის მოადგილე ზურაბ ბექაურმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე თეიმურაზ ბექაურმა და საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ დიდებაშვილმა პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
ყვავილებით ასევე შეიმკო მეორე მსოფლიო ომში გარდაცვლილთა ობელისკები მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, გარდაცვლილ გმირებს პატივი მიაგეს მერიის, საკრებულოს, ა(ა)იპ-ების თანამშრომლებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები — 1000 ლარს მიიღებენ.
-
ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავი -
წიგნისა და ბიბლიოთეკარის დღისადმი მიძღვნილი კვირეული -
თბილისი-თიანეთის საავტომობილო გზის აღდგენითი სამუშაოები