წიგნისა და ბიბლიოთეკარის დღისადმი მიძღვნილი კვირეული

წიგნისა და ბიბლიოთეკარის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური, საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ დიდებაშვილთან და მოადგილეებთან ერთად, დასკვნით ღონისძიებას დაესწრო.

ა(ა)იპ თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების გაერთიანებაში შემავალი ჩვიდმეტივე ბიბლიოთეკის მკითხველმა დამსწრე საზოგადოებას თემატური ლიტერატურული კომპოზიცია წარუდგინა. ასევე, შესრულდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდების განათლებისა და კულტურული განვითარების პროცესში წიგნისა და ბიბლიოთეკის მნიშვნელობაზე გამახვილდა.

ღონისძიების დასასრულს, პროექტის ყველა მონაწილე ბიბლიოთეკების გაერთიანებისგან სიგელებით დაჯილდოვდა.

შემოქმედებით საღამოს, ბიბლიოთეკის მკითხველებთან და მოსწავლეთა მშობლებთან ერთად, თვითმმართველობის წარმომადგენლები, მერიისა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლები ესწრებოდნენ.