სამუშაო შეხვედრა მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან წიკლაურის, ხელმძღვანელობით მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მხარეებმა სამსახურების მიმდინარე საქმიანობა და თითოეული მიმართულებით არსებული გამოწვევები განიხილეს. საუბარი შეეხო განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებს, არსებულ საჭიროებებსა და სხვა პრიორიტეტულ საკითხებს.

მერმა სამსახურების ხელმძღვანელებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო და სამუშაო პროცესების ეფექტიანად წარმართვის მიზნით, მათ კონკრეტული მითითებები მისცა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ დიდებაშვილი, მერის პირველი მოადგილე გიორგი ბურდულაძე და მოადგილე ზურაბ ბექაური.