საინფორმაციო შეხვედრა ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, გიგა გურაშვილმა, დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია ნარკოტიკულ დანაშაულზე, შესაბამის სამართლებრივ პასუხისმგებლობასა და ამ მიმართულებით კანონით გათვალისწინებულ სასჯელებზე.

ყურადღება გამახვილდა იმ მძიმე შედეგებზე, რასაც იწვევს ნარკოტიკული საშუალების მოხმარება, ასევე, ხაზი გაესვა მსგავსი საინფორმაციო შეხვედრების მნიშვნელობას.

„ასეთი საინფორმაციო შეხვედრები მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისთვის. ნარკოტიკებთან ბრძოლა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა და პრევენცია ამ პროცესში გადამწყვეტ როლს ასრულებს. მადლობა პროკურატურის წარმომადგენლებს მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაზიარებისთვის," - განაცხადა ლევან წიკლაურმა შეხვედრაზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მერიის, საკრებულოს და ა(ა)იპ-ების თანამშრომლები, საჯარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები. ფოტო