სამუშაო შეხვედრა მერიის კონტრაქტორი სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებთან

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა მერიის კონტრაქტორი სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა და სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი განიხილეს.

ლევან წიკლაურმა განსაკუთრებული ყურადღება პროექტების ხარისხიანად და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში შესრულების აუცილებლობაზე გაამახვილა და განმარტა, რომ აღნიშნული საკითხი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ დიდებაშვილი, მერის პირველი მოადგილე გიორგი ბურდულაძე, მოადგილე ზურაბ ბექაური და მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები.