თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი პროექტის - „ახალგაზრდული საქმიანობის დელეგატი" - ფარგლებში შერჩეულ თიანეთის დელეგატს შეხვდა

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროს ლალი ბუწანკალურთან ერთად, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ ორგანიზებული პროექტის - „ახალგაზრდული საქმიანობის დელეგატი" - ფარგლებში შერჩეულ თიანეთის დელეგატს - ამიკო დავლაშერიძეს შეხვდა.

საუბარი შეეხო პროექტის მნიშვნელობასა და მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების ჩართულობის გააქტიურებას.

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა დელეგატს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა კვლავაც აქტიურად დაუჭერს მხარს ახალგაზრდულ ინიციატივებს.

„ახალგაზრდული საქმიანობის დელეგატი“ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე პროექტია და მიზნად ისახავს რეგიონებში ახალგაზრდული სფეროს განვითარებასა და ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის გაზრდას.

პროექტის ფარგლებში, დელეგატები საკუთარ მუნიციპალიტეტებში გაავრცელებენ ინფორმაციას ახალგაზრდული პროგრამებისა და სერვისების შესახებ, გამართავენ საინფორმაციო შეხვედრებსა და სხვადასხვა აქტივობას, ასევე, აქტიურად ითანამშრომლებენ ადგილობრივ ახალგაზრდებთან, თვითმმართველობასა და ახალგაზრდობის სააგენტოსთან.

პროექტის ბოლოს გამოვლინდებიან საუკეთესო დელეგატები, რომლებიც სასწავლო ვიზიტით, საერთაშორისო ახალგაზრდულ ღონისძიებაზე გაემგზავრებიან.