ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბენეფიციარებს სასურსათო პაკეტები და ჰუმანიტარული ნივთები გადასცეს.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური, მოადგილე ზურაბ ბექაურთან და საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ დიდებაშვილთან ერთად, დაბა თიანეთში მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილოს ესტუმრა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბენეფიციარებს სასურსათო პაკეტები და ჰუმანიტარული ნივთები გადასცეს.

„აღდგომა არის იმედის, სიყვარულისა და განახლების დღესასწაული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეებში განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება მხარდაჭერა."- განაცხადა ლევან წიკლაურმა.